წყალი - წყალბადის ოქსიდი (H2O), უსუნო, უგემო და უფერული სითხე (სქელ ფენებში ან აპარატურით დაკვირვებისას ცისფერია), ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი. აუცილებელია ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.
დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. გვხვდება მსოფლიო ოკეანეში (96%), გარდა ამისა მიწისქვეშა წყლების, მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით, ასევე ატმოსფეროში და როგორც წვიმის წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები.
დედამიწის გარდა წყლის არსებობა დადასტურებულია რამდენიმე სხვა ციურ სხეულზე
პროექტის აღწერა
1. წყალი - სიცოცხლის საწყისი
2. წყალი სამყაროს შემქმნელი 4 სტიქიიდან (ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი) ერთ-ერთია. საუკუნეთა განმავლობაში იგი თაყვანისცემისა და კულტის ობიექტს წარმოადგენდა. ალქიმიასა და ღვთისმეტყველებაში სრულიად განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა. მეცნიერების საბოლოო მონაცემებით სიცოცხლეს დედამიწაზე სწორედ წყლიდან დაედო დასაბამი. პროექტი მიმოიხილავს წყლის მნიშვნელობას ადამიანის წარმოდგენასა თუ მის ცალკეულ საქმიანობაში. იკვლევს წყლის განსაკუთრებულ და უნიკალურ თვისებებს. წარმოაჩენს სიმბოლურ და ალეგორიულ მნიშვნელობას მხატვრულ სიტყვიერებასა თუ აზროვნებაში.
3. პროექტის ცალკეული თავებია:
• წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები
• წყალი ბუნებაში
• წყლის სახეები და მათი დახასიათება
• სასმელი წყლის გამოკვლევა
• საინტერესო ფაქტები
• წყლის სიმბოლური და სემიოტიკური მნიშვნელობა
• სიცოცხლის ენერგია
5. პროექტში მონაწილეობენ:
• წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები - VII – VIII კლასები
• წყალი ბუნებაში - VI კლასი
• წყლის სახეები და მათი დახასიათება - VIII კლასი
• სასმელი წყლის გამოკვლევა - X კლასი
• საინტერესო ფაქტები - VIII – X კლასები
• წყლის სიმბოლური და სემიოტიკური მნიშვნელობა - X-XII კლასები
• სიცოცხლის ენერგია VII – XII კლასები
5. პროექტი იწყება 2008 წლის 14 ოქტომბერს და გრძელდება 2009 წლის 19 მაისამდე.
6. საკლასო აქტივობები:
• კვლევები
• ცდები
• ექსპერიმენტები
• პრეზენტაციები
• ექსპედიციები საქართველოს სამკურნალო წყლების შესასწავლად
7. მოსალოდნელი შედეგები:
• თხზულებები
• ესსეები
• ნახატები
• ფოტოები
• დაკვირვების დღიურები
• საპრეზენტაციო სლაიდები, პოსტერები, მოხსენებები, პლაკატები
• სამკურნალო წყლების სინჯები
8. IT ტექნოლოგიებით ჩასატარებელი ინტეგრირებული მეცადინეობებისთვის სადემონსტრაციო მასალების მოგროვება
• მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარება
• ბუნებასთან ურთიერთობა
• ნატურალისტური ინტელექტის განვითარება
9. მე-13 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები
• თემატიკით დაინტერესებული ყველა მოსარგებლე
10. მაია აფხაზავა,როზა ჭეჟია,შორენა სამაკაშვილი
11. maikoafxazava@gmail.com